პიტსბურგის სინაგოგაზე თავდამსხმელს შესაძლოა, სიკვდილით დასჯა მიესაჯოს
პიტსბურგის სინაგოგაზე თავდამსხმელს  შესაძლოა, სიკვდილით დასჯა მიესაჯოს

პიტსბურგის სინაგოგაზე თავდამსხმელს ბრალდება წარედგინა  დანაშაულებისთვის, რომლითაც შესაძლოა, სიკვდილით დასჯა მიესაჯოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის მთავარმა პროკურორმა, ჯეფ სეშნსმა განუცხადა.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობებში ეჭვმიტანილი, 46 წლის რობერტ ბაუერსი სინაგოგაში ყვიროდა, რომ „ყველა ებრაელი უნდა მოკვდეს“. თავდამსხმელი AR-15-ის ტიპის შაშხანით და ორი მცირე კალიბრიანი იარაღით იყო აღჭურვილი.

თავდასხმამდე, ალტერნატიულ-მემარჯვენე სოციალურ ქსელ Gab-ში, ბაუერსმა დაწერა, რომ ებრაული ჰუმანიტარული ორგანიზაცია აშშ-ში ლტოლვილებისა და იმიგრანტების შედინებას უწყობდა ხელს, რაც ქვეყნის მოსახლეობისთვის კატასტროფის მომტანი იყო. აშშ-ის მედია წერს, რომ წლის განმავლობაში ქალაქ პიტსბურგში 50-ზე მეტი ანტისემიტური ინციდენტი მოხდა.

პიტსბურგის ეკელსიაში რობერტ ბაუერსმა ცეცხლი 27 ოქტომბერს გახსნა. ფატალური ინციდენტის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი, დაიჭრა. დაშავებულთა შორის ოთხი პოლიციელია. ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილი ბაუერსი საავადმყოფოში იმყოფება.