აშშ-ში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
აშშ-ში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში კორონავირუსის ახალი ვარიანტით, „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მედიის ინფორმაციით, ინფიცირებული კალიფორნიაში მცხოვრები სრულად ვაქცინირებული პირია, რომელიც ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან 22 ნოემბერს დაბრუნდა და შვიდი დღის შემდეგ ტესტირებამ ინფიცირება დაადასტურა.

ახალი რეგულაციებისა და ზომების შესახებ განცხადებას თეთრ სახლში დღეს გააკეთებენ, რომელიც მოგზაურებისთვის ნიღბის ტარებასა და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ტესტირების გამკაცრებასაც მოიცავს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, თუ რამდენად სწრაფად და მარტივად ვრცელდება „ომიკრონის“ შტამი, ამის შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს და უფრო დეტალური ინფორმაციის მიღებას მეცნიერები უახლოეს დღეებში შეძლებენ. მანამდე კი, მსოფლიოს 56 ქვეყანაში მოგზაურთათვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ.