აშშ-ში ინგლისის ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბაზა გაძარცვეს #1TVSPORT
აშშ-ში, კანზასში ინგლისის ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბაზა გაძარცვეს. მედიის ინფორმაციით, დაკარგულია სავარჯიშო ინვენტარი.
წაღებულია „სამი ლომის“ ეკიპირებისა და ტექნიკური აღჭურვილობის საკმაოდ დიდი ნაწილი. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით ორი ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. დაზარალებულ ფეხბურთელებს შორის ჰარი კეინი და ჯუდ ბელინგემიც მოხვდნენ – მძარცველებმა მათი ბუცებიც მიითვისეს.
მუნდიალის პირველ ტურში ინგლისელები ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც ჯგუფურ ეტაპზე მათი მეტოქეები განისა და პანამის ეროვნული გუნდები იქნებიან.