კაილ უოკერმა ინგლისის ნაკრებში კარიერა დაასრულა #1TVSPORT
კაილ უოკერმა ინგლისის ნაკრებში კარიერა დაასრულა #1TVSPORT

ინგლისური „ბარნლის“ მცველმა კაილ უოკერმა ინგლისის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა და ჯამში 96 მატჩი ჩაატარა.

„ჩემი ქვეყნისთვის 10 წელი გამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე საერთაშორისო კარიერის დასრულება. ინგლისის ნაკრებში თამაში ყველაზე დიდი პატივი იყო ჩემთვის და მე ამით ყოველთვის ვიამაყებ.

მადლობა თითოეულ თანაგუნდელს, მწვრთნელებსა და მენეჯერებს, აგრეთვე გულშემატკივრებს. ინგლისის ნაკრების მაისურით თამაშის შესახებ მოგონებები სამუდამოს დარჩება ჩემს მეხსიერებაში“, – განაცხადა 35 წლის ფეხბურთელმა.

ინგლისის ნაკრებთან ერთად კაილ უოკერი ორჯერ გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2020, 2024), აგრეთვე 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა. ბოლოჯერ მცველმა ინგლისის ნაკრებში 2025 წლის ივნისში ითამაშა სენეგალთან ამხანაგურ მატჩში.