მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში მექსიკამ სამხრეთ აფრიკას სძლია #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. პირველ მატჩში მექსიკამ სამხრეთ აფრიკას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
როგორც ყველა გახსნითი მატჩი, არც ეს შეხვედრა იყო იოლი მასპინძლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკამ თამაში ცხრა ფეხბურთელით დაასრულა, მექსიკას იოლი გასეირნება მაინც არ ჰქონდა.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გოლი მე-6 წუთზე კინონესმა გაიტანა, მეორე – 67-ე წუთზე ხიმენესმა.
მუნდიალის გახსნითი მატჩი, გარდა იმისა რომ მექსიკის გამარჯვებით აღინიშნა, დასამახსოვრებელი იყო იმითაც, რომ მსაჯმა სამი წითელი ბარათი გამოიყენა.
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მატჩი თბილისის დროით დილის 6 საათზე დაიწყება. სამხრეთ კორეა ჩეხეთს დაუპირისპირდება.