აშშ-ის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი პარაგვაისთან მოგებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
აშშ-ის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი პარაგვაისთან მოგებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

D ჯგუფში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა მასპინძელმა ამერიკის ნაკრებმა, რომელმაც პარაგვაი 4:1 დაამარცხა.

ამ ჯგუფში თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მაღალი კლასის გუნდები არიან შეკრებილნი – ამერიკისა და პარაგვაის გარდა D ჯგუფში თურქეთი და ავსტრალია თამაშობენ.

აშშ-ის ნაკრებმა პარაგვაისთან მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, რომელიც 3:0 მოიგო.

ანგარიში მე-7 წუთზე ბობადილიას ავტოგოლით გაიხსნა, 31-ე და 45+3 წუთებზე კი ბალოგუნმა დუბლი შეასრულა. 73-ე წუთზე მაურისიომ ანგარიში გაქვითა. ეს იყო და ეს, პარაგვაიმ მეორე ნახევარში მეტი ვერაფერი შეძლო. ამერიკამ კი მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე კლაუდიო რეინას ვაჟმა, ჯოვანი რეინამ შეხვედრა ლამაზი გოლით დაასრულა – 4:1.