მუნდიალის A ჯგუფში პირველი ტურის მატჩები დასრულდა - სამხრეთ კორეამ ჩეხეთი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში სამხრეთ კორეის ნაკრებმა ჩეხეთი 2:1 დაამარცხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 59-ე წუთზე ლადისლავ კრეიჩმა გახსნა და ჩეხეთი დააწინაურა. სამხრეთ კორეამ წონასწორობა 67-ე წუთზე, ჰვანგ ინ-ბომის გოლი აღადგინა, ხოლო აზიელებს გამარჯვება ოჰ ჰინ-გუმ მე-80 წუთზე მოუტანა.

მუნდიალი მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის მატჩით გაიხსნა, რომელიც მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. შედეგად, A ჯგუფში პირველი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე მექსიკაა, მეორე პოზიციას სამხრეთ კორეა იკავებს, ჩეხეთი მესამეა, ხოლო სამხრეთ აფრიკა – მეოთხე.

მსოფლიო ჩემპიონატი, A ჯგუფი, მეორე ტური:

18 ივნისი, 20:00 | ჩეხეთი – სამხრეთ აფრიკა (ატლანტა, აშშ)

19 ივნისი, 05:00 | მექსიკა – სამხრეთ კორეა (გვადალახარა, მექსიკა)