ამხანაგური მატჩი | ინგლისმა კოსტა რიკას სამი უპასუხო გოლი გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის სტარტამდე ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა ინგლისის ნაკრებმა. მან ორლანდოში „ექსპლორიას“ სტადიონზე დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა კოსტა რიკას ნაკრები.
მეცხრე წუთზე ანგარიში გახსნა „არსენალის“ ნახევარმცველმა დეკლან რაისმა. 68-ე წუთზე „ბარსელონას“ ახალწვეულმა ენტონი გორდონმა 11-მეტრიანი გამოიყენა, ხოლო 87-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ოლი უოტკინსმა დააფიქსირა.