„რეალი“ ინგლისის ნაკრების მცველთან მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ დაინტერესებულია „კრისტალ პალასის“ ცენტრალური მცველის მარკ გეჰის გაფორმებით.
გაზეთ AS-ის ინფორმაციით, მადრიდულმა კლუბმა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გამართა 25 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებთან. აღნიშნავენ, რომ გეჰი უპირატესობას სწორედ „რეალს“ანიჭებს, იმ დროს, როცა ხელთ აქვს „ლივერპულის“, „ბარსელონასა“ და „ბაიერნის“ შეთავაზებები.
გეჰის კონტრაქტი „კრისტალ პალასთან“ 2026 წლის ზაფხულში იწურება, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდება.
ამ სეზონში გეჰიმ 28 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.