ამხანაგური მატჩი | ინგლისმა ზელანდიას კეინის გოლით მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
ამხანაგური მატჩი | ინგლისმა ზელანდიას კეინის გოლით მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის სტარტამდე პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა ინგლისის ნაკრებმა. მან „რეიმონდ ჯეიმსის“ (ტამპა, აშშ) სტადიონზე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა ახალი ზელანდიის ნაკრები.

ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ჰარი კეინმა გაიტანა. მისთვის ეს ამ სეზონში 67-ე გოლი იყო კლუბსა და ნაკრებში.

ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე L ჯგუფში ითამაშებს ხორვატიასთან, განასა და პანამასთან ერთად.