ტომას ტუხელმა მუნდიალისთვის ინგლისის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
განაცხადში ვერ მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ფილ ფოდენი, კოულ პალმერი, ჰარი მაგუაიერი, ლუკ შო, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი.
მეკარეები: ჯორდან პიკფორდი („ევერტონი“), დინ ჰენდერსონი („კრისტალ პალასი“), ჯეიმს ტრაფორდი („მანჩესტერ სიტი“)
მცველები: ეზრი კონსა („ასტონ ვილა“), ნიკო ო’რაილი („მანჩესტერ სიტი“), მარკ გეჰი („მანჩესტერ სიტი“), ჯედ სპენსი („ტოტენჰემი“), დენ ბერნი („ნიუკასლი“), რის ჯეიმსი („ჩელსი“), ჯონ სტოუნზი („მანჩესტერ სიტი“), ტინო ლივრამენტო („ნიუკასლი“), ჯარელ კვანსა („ლევერკუზენი“)
ნახევარმცველები: ელიოტ ანდერსონი („ნოტინგემ ფორესტი“), კობი მაინუ („მანჩესტერ იუნაიტედი“), ჯუდ ბელინგემი („რეალ მადრიდი“), მორგან როჯერსი („ასტონ ვილა“), დეკლან რაისი („არსენალი“), ჯორდან ჰენდერსონი („ბრენტფორდი“), ებერეჩი ეზე („არსენალი“)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი („ბაიერნი“), მარკუს რაშფორდი („ბარსელონა“), ბუკაიო საკა („არსენალი“), ენტონი გორდონი („ნიუკასლი“), აივან ტოუნი („ალ აჰლი“), ოლი უოტკინსი („ასტონ ვილა“), ნონი მადუეკე („არსენალი“)
ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატზე L ჯგუფში ხორვატიის, განისა და პანამის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.