აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს 60 გაძევებული დიპლომატის ახალი კადრებით ჩანაცვლებას სთავაზობს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს 60 გაძევებული დიპლომატის ახალი კადრებით ჩანაცვლებას სთავაზობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ მოსკოვს შეუძლია არ შეამციროს თანამშრომელთა ოდენობა.
„რუსეთის ხელისუფლება უფლებამოსილია მოითხოვოს აკრედიტაცია დიპლომატიურ მისიაში ვაკანტური ადგილების შესავსებად“, – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
თუმცა, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, თითოეული განაცხადის განხილვა ინდივიდუალურად მოხდება.
ვაშინგტონში ასევე იმედოვნებენ, რომ მოსკოვი საპასუხო რეაქციად ასევე დართავს ნებას ვაშინგტონს, ჩაანაცვლოს რუსეთში დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები. ე.წ. სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად, ვაშინგტონმა დიპლომატიური მისიიდან 48, გაერო-დან კი 12 წარმომადგენლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.