აშშ-ის ქალაქ ელიკოტში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ელიკოტში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ წყლის უეცარი მოვარდნა გამოიწვია, რის გამოც ქალაქის დიდი ნაწილი დაიტბორა.
მერილენდის შტატის ქალაქ ელიკოტში წყალდიდობის შედეგად დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნულ ქალაქში ეს უკვე მეორე მასშტაბური წყალდიდობაა. წინა სტიქიამ ორი ადამიანი შეიწირა და ასობით პირი დააზარალა.
ამასთან, წყალდიდობის დროს დაზიანდა ქალაქის ისტორიული ნაწილი.