აშშ-ში წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

გადაუღებელი წვიმების შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი ადამიანი იმსხვერპლა. სტიქია აშშ-ის ცენტრალური ნაწილის ვაკეებს დაატყდა თავს.

რამდენიმედღიანი წვიმები მყინვარების დნობის მიზეზი გახდა, რის გამოც მდინარეებში წყლის დონემ რეკორდულად აიწია. რამდენიმე ადგილას მდინარეებმა ჯებირებიც გაარღვია.

კალაპოტებში წყლის დონის მატებას ვარაუდობენ, რის გამოც ნებრასკისა და აიოვის შტატების საზღვარზე, მდინარე მისურის გასწვრივ ევაკუაცია მიმდინარეობს. აშშ-ის ამინდის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე პატარა ქალაქი დატბორილია.

კვირის განმავლობაში წყალდიდობას ელოდებიან სამხრეთ დაკოტის, მინესოტის, ვისკონსინისა და ილინოისის შტატებშიც.