წყალდიდობის შედეგად აშშ-ის დასავლეთ რეგიონს ერთი მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა
წყალდიდობის შედეგად აშშ-ის დასავლეთ რეგიონს ერთი მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა

აშშ-ის დასავლეთში წყალდიდობამ რეგიონს ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. ამის შესახებ ამერიკული მედია ადგილობრივი მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

მისურის, ნებრასკას და აიოვას შტატებს წყალდიდობა რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს. ძლიერი წვიმისა და თოვლის მასიური დნობის შედეგად რეგიონში მდინარეები, მათ შორის კონტინენტზე ყველაზე გრძელი მდინარე, მისური ადიდდა და მიმდებარე რეგიონები დატბორა.

მასშტაბურმა სტიქიამ უკვე ოთხი ადამიანი შეიწირა. ადგილობრივი მთავრობების ცნობით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

წყალდიდობამ 2500-მდე საცხოვრებელი სახლი დატბორა. საავტომობილო გზებიდან თითქმის 400 კილომეტრია დაზიანებული. წყალდიდობამ მწყობრიდან გამოიყვანა 11 ხიდიც. მისურის, ნებრასკას და აიოვას შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.