აშშ-ში წყალდიდობას 16 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში წყალდიდობას 16 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში წყალდიდობას 16 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 51 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

როგორც ტელეკომპანია „ეიბისი“ იუწყება, ადიდებული მდინარეებიდან გადმოსულმა წყალმა მანქანები წაიღო და საცხოვრებელი სახლები დააზიანა.

წყალდიდობის შედეგად მოქალაქეების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შეფერხებით მუშაობს მობილური სატელეფონო კავშირი. ჩახერგილია ავტომაგისტრალები.

წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების ნაწილი დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.