აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიტ რომნი იუტას შტატიდან სენატში მოსახვედრად კენჭს იყრის
აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიტ რომნი იუტას შტატიდან სენატში მოსახვედრად კენჭს იყრის

აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, რესპუბლიკელი მიტ რომნი იუტას შტატიდან სენატში მოსახვედრად კენჭს იყრის. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მიტ რომნიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დაადასტურა.

„გადავწვიტე, კენჭი ვიყარო აშშ-ის სენატში, რადგან შემიძლია უიტას ღირებულებები და გამოცდილება ვაშინგტონამდე მივიტანო“, – განაცხადა რომნიმ ვიდეომიმართვაში.

მიტ რომნი ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკებდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თუმცა პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა.

ცნობილი ბიზნესმენი მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორია. 2012 წელს ის რეპსუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა, თუმცა დემოკრატ ბარაკ ობამასთან დამარცხდა.