აშშ-მა ირანს 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით მოხსნილი სანქციები თავიდან დაუწესა
აშშ-მა ირანს 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით მოხსნილი სანქციები თავიდან დაუწესა. სანქციები ძალაში 5 ნოემბრიდან შევა და ირანის ზღვასონობას, ასევე ფინანსურ და ენერგეტიკულ სფეროებს შეეხება. რვა სახელმწიფოს გარდა, სანქციები სავარაუდოდ შეეხებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ირანული ნავთობის შესყიდვას და სასანქციო სიაში შესულ იურიდიულ პირებთან საქმიანობას არ შეწყვეტენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 12 მოთხოვნა დაასახელა, რომელიც ირანმა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უნდა შეასრულოს.
მოთხოვნებს შორისაა, ტერორიზმის მხარდაჭერის შეწყვეტა, სირიაში სამხედრო ჩართულობის დასრულება, ასევე, ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის გაუქმება. პარალელურად, აშშ-ის ხაზინის მდივანმა თქვა, რომ სანქციების სიას 700-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი დაემატება. სტივენ მნუჩინის განცხადებით, სანქციები შესაძლოა, შეეხოს ფინანსური შეტყობინების სერვის SWIFT-ს, თუ ის ირანულ საფინანსო ინსტიტუტებს მომსახურებას გაუწევს.