ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა დასრულდა.
აუდიენცია დახურულ კარს მიღმა 1 საათი და 40 წუთი გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის კომენტარი არ გაკეთებულა.
მაიკ პენსისა და ერდოღანის შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
აშშ-ის სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი რობერტ ობრაიანი შედიან, თურქეთში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის მიზანი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაა.
თავდაპირველად თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით ერდოღანმა პოზიცია შეიცვალა.
თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს წამოიწყო. ანკარაში აცხადებენ, რომ ოპერაციის მიზანია სირიის საზღვარზე „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობა, სადაც სირიელი ლტოლვილების განსახლება არის დაგეგმილი.