პენსთან და პომპეოსთან შეხვედრაზე ერდოღანი უარს აცხადებს
პენსთან და პომპეოსთან შეხვედრაზე ერდოღანი უარს აცხადებს

​თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე უარს აცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სქაი ნიუსი“ ავრცელებს. როგორც ერდოღანმა მედიასაშუალებას განუცხადა, მაიკ პენსი და მაიკ პომპეო თავიანთ კოლეგებს შეხვდებიან.

„მე არ ვაპირებ მათთან საუბარს. ისინი თავიანთი რანგის პირებთან გამართავენ მოლაპარაკებებს. როდესაც ტრამპი ჩამოვა აქ, მაშინ ვისაუბრებ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

აშშ-ის სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი რობერტ ობრაიანი შედიან, თურქეთში დღეს, გვიან ჩავლენ. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ისინი პრეზიდენტ ერდოღანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს წამოიწყო. ანკარაში აცხადებენ, რომ ოპერაციის მიზანია სირიის საზღვარზე „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობა, სადაც სირიელი ლტოლვილების განსახლება არის დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი