აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა დასრულდა.

აუდიენცია დახურულ კარს მიღმა 1 საათი და 40 წუთი გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის კომენტარი არ გაკეთებულა.

მაიკ პენსისა და ერდოღანის შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

აშშ-ის სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი რობერტ ობრაიანი შედიან, თურქეთში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის მიზანი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაა.

თავდაპირველად ​თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით ერდოღანმა პოზიცია შეიცვალა.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს წამოიწყო. ანკარაში აცხადებენ, რომ ოპერაციის მიზანია სირიის საზღვარზე „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობა, სადაც სირიელი ლტოლვილების განსახლება არის დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი