აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არმიაში ტრანსგენდერების მსახურობის აკრძალვას მხარი დაუჭირა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არმიაში ტრანსგენდერების მსახურობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. უზენაესი მოსამართლეებიდან ოთხი დონალდ ტრამპის ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა, თუმცა დანარჩენმა ხუთმა მოსამართლემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თხოვნას მხარი დაუჭირა.
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში ტრანსგენდერების მსახურის აკრძალვის ინიციატივით ჯერ კიდევ 2017 წელს გამოვიდა. მაშინ თეთრი სახლის ლიდერმა მიზეზად კოლოსალური სამედიცინო ხარჯები დაასახელა.
მოგვიანებით თავდაცვის ახლა უკვე ყოფილმა მდივანმა, ჯიმ მეტისმა განაცხადა, რომ გამონაკლისი დაიშვებოდა მხოლოდ იმ ტრანსგენდერებზე, რომლებიც არმიაში უკვე მსახურობდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ცნობით ამჟამად არმიაში 10 ათასამდე ტრანსგენდერი სამხედრო მოსამსახურეა.