აშშ-ის არმია მზად არის, ვენესუელაში მყოფი ამერიკელი დიპლომატები დაიცვას
აშშ-ის არმია მზად არის, ვენესუელაში მყოფი ამერიკელი დიპლომატები დაიცვას

ამერიკის შეერთებული შტატების არმია მზად არის, ვენესუელაში მყოფი ამერიკელი დიპლომატები დაიცვას. ამის შესახებ აშშ-ის საზღვაო ძალების ადმირალმა, კრეიგ ფალენმა განაცხადა.

სამხედრო მაღალჩინოსნის განმარტებით, ლათინური ამერიკის ქვეყანაში მყოფი დიპლომატების დასაცავად არმია შესაბამისად ემზადება.

„ჩვენ ვემზადებით, რათა საჭიროების შემთხვევაში, ამერიკელი დიპლომატები და ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრებები დავიცვათ. ამის მიზეზი ვენესუელაში არსებული ვითარებაა, სადაც კორუმპირებული გენერლები ნავთობით და ნარკოტიკების არალეგალური ვაჭრობით კოლოსალურ თანხებს იღებენ“, – განაცხადა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ადმირალს არ უთქვამს, კონკრეტულად რა ზომების მიღებას გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატები.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატები ნიკოლას მადუროს მთავარ ოპონენტს და ვენესუელის დროებით პრეზიდენტ ხუან გუაიდოს უჭერს მხარს. ვაშინგტონი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც დროებითი პრეზიდენტის ლეგიტიმურობა აღიარა.