აშშ-ის არმია სირიისა და თურქეთის საზღვარზე სამეთვალყურეო საგუშაგოებს განალაგებს
აშშ-ის არმია სირიისა და თურქეთის საზღვარზე სამეთვალყურეო საგუშაგოებს განალაგებს

ამერიკის შეერთებული შტატების არმია სირიისა და თურქეთის საზღვარზე სამეთვალყურეო საგუშაგოებს განალაგებს. განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გააკეთა. ჯეიმს მატისის თქმით, ეს ნაბიჯი თურქეთსა და ქურთების შეიარაღებულ შენაერთებს შორის დაძაბულობის განმუხტვას მოემსახურება.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ახალი სამეთვალყურეო საგუშაგოების განლაგების საკითხი ანკარასთან უკვე განიხილეს.

ნოემბერში „სირიის დემოკრატიულმა ძალების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც სირიელი ოპოზიციონერებისა და ქურთი მებრძოლების ალიანსს წარმოადგენენ, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების განახლების შესახებ განაცხადეს.

მანამდე ქურთმა მებრძოლები იძულებულები გახდნენ, შეეწყვიტათ ოპერაცია. ამის მიზეზი თურქეთის არმიის მიერ მათი პოზიციების დაბომბვა იყო.

ანკარა სირიელი ქურთი მებრძოლების შეიარაღებულ ჯგუფებს ქურთისტანის მუშათა პარტიის ნაწილად თვლის, რომელიც, თავის მხრივ, თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.