დანიის ინიციატივა – განხილვა ევროკავშირში
ევროკავშირი 23 ნოემბერს დანიის იმ ინიციატივას განიხილავს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითვალისწინებს. კოპენჰაგენი შენგენის ვიზების გაცემის შეწყვეტას, არაბიომეტრიული რუსული პასპორტების აღიარებაზე უარის თქმას და რუსეთის მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ევროკავშირში შესვლის შეზღუდვას ითხოვს. „როიტერის“ ინფორმაციით, დანიამ შესაბამისი წინადადებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკვე გაუგზავნა. ინიციატივის მიზეზი გახდა დანიის დაზვერვის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სამართალდამცველებმა უკრაინისა ამერიკის მოქალაქე კიივსტოუნერზე თავდასხმა აღკვეთეს. მომხდარის შემდეგ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსეთის სამხედრო ატაშეს გაძევების გადაწყვეტილება გამოაცხადა.