ზელენსკი ოკუპირებული ოლქების მოსახლეობას ევაკუაციას სთავაზობს

12:35, 22.11.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევმა ამერიკას ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების 15 ოკუპირებული დასახლებული პუნქტის სია გადასცა, საიდანაც ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, მოსახლეობის ევაკუაციას სთავაზობს. ზელენსკის თქმით, ოპერაცია ოლეშკში ჩატარებული ევაკუაციის ანალოგიური მოდელით განხორციელდება. მისივე განმარტებით, სია განახლდება დასახლებებში მცხოვრებთა რაოდენობისა და მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტების შესაბამისად.

მსგავსი