მასშტაბური აქციები საფრანგეთში

12:27, 22.11.2026

საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. ფრანგული მედიის ცნობით, დემონსტრანტები ცხოვრების გაძვირებასა და სოციალურ უთანასწორობას აპროტესტებდნენ და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. პარიზის რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციაში მონაწილეობდნენ: პროფკავშირების, მემარცხენე პარტიების, სტუდენტური ორგანიზაციებისა და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წარმომადგენლები. მედიის ცნობით, დემონსტრაციების უმეტესობა მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ძალადობისა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებიც დაფიქსირდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციები მშვიდ ვითარებაში დაიწყო, მონაწილეთა რაოდენობა კი წინა საპროტესტო დღეებთან შედარებით შემცირებული იყო.

მსგავსი