აშშ-ის არმია ტრანსგენდერ ახალწვეულებს მიიღებს
აშშ-ის არმია ტრანსგენდერ ახალწვეულებს მიიღებს

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის მიუხედავად, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, აშშ-ის არმია ტრანსგენდერ ახალწვეულებს მიიღებს.

ფედერალური სასამართლოს განჩინება ძალაში 1-ლი იანვრიდან შევა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალ ტრამპმა ივლისში სამხედრო ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ჯარში სამსახურს ვერ შეძლებდნენ. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა.

მისი თქმით, ტრანსგენდერი ადამიანების ჯარში სამსახური სამედიცინო ხარჯების ზრდას იწვევს.

„არმია უნდა კონცენტრირდეს გამარჯვებაზე და არა სამედიცინო ხარჯებსა და სხვა დაბრკოლებებზე, რომლებსაც არმიას სამხედრო მოსამსახურე ტრანსგენდერები მოუტანენ“, – წერდა პრეზიდენტი.

ობამას ადმინისტრაციამ გასულ წელს ტრანსგენდერებს სამხედრო სამსახურის უფლება მისცა, თუმცა რესპუბლიკურმა პარტიამ კანონის ძალაში შესვლა გადადო.