აშშ-ის საჰაერო ძალებმა სომალიში „ალ-შაბააბის“ წევრებზე ავიაიერიში მიიტანეს
აშშ-ის საჰაერო ძალებმა სომალიში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ წევრებზე ავიაიერიში მიიტანეს. შედეგად ლიკვიდირებულია 24 მებრძოლი.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეს უკვე მეორე იერიშია ისლამისტების წინააღმდეგ.
აშშ-მა საჰაერო დარტყმა რამდენიმე დღის წინ, სამხედრო ბაზაზე „ალ-შაბააბის“ თავდასხმის საპასუხოდაც განახორციელა. მაშინ ავიაიერიშს 52 მებრძოლი ემსხვერპლა.