კენიაში, სამხედრო ბაზაზე „ალ-შაბააბის“ თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა
კენიაში, სამხედრო ბაზაზე „ალ-შაბააბის“ თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

კენიაში დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ მებრძოლებმა იმ სამხედრო ბაზაზე განახორციელეს თავდასხმა, სადაც ამერიკელი და კენიელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. მედიის ცნობით, დაღუპულია სამი ამერიკელი სამხედრო.

თავდასხმა მენდა ბეის აეროდრომის რაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებმა იერიშის მოგერიება შეძლეს.