აშშ-ის მიერ საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში ჩამოვიდა
აშშ-ის მიერ საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში ჩამოვიდა.
ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა.
„ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის ჩამოსვლასთან დაკავშირებით აეროპორტში ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ესწრებიან.
როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოში განმარტავენ, ეს არის აშშ-ის მთავრობის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ვაქცინის გლობალური განაწილების ინიციატივის ფარგლებში.
ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის საჩუქრად გადმოცემასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.