აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა „ფაიზერის“ ვაქცინის 5-11 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა „ფაიზერის“ ვაქცინის 5-11 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, რომ მომავალი კვირიდან 5-11 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყოს.
„ვიცით, რომ მილიონობით მშობელს სურს ბავშვების ვაქცინაცია და ამ გადაწყვეტილებით ახლა რეკომენდაცია გავეცით, რომ დაახლოებით 28 მილიონმა ბავშვმა ვაქცინა მიიღოს“, – განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ.
ვალენსკის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რაც „დელტა“ ვარიანტს უკავშირდება.