აშშ-ის ღიას მოქმედი ჩემპიონი გამოეთიშა
აშშ-ის ღიას მოქმედი ჩემპიონი გამოეთიშა

აშშ-ის ღია პირველობაზე მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო და ქალების ტურნირზე პირველი ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს ლატვიელმა ანასტასია სევასტოვამ და ამერიკელმა სერენა უილიამსმა.

სევასტოვამ დამაჯერებელი რევანში აუღო სლოვან სტივენსს შარშანდელ მეოთხედფინალში დამარცხებისთვის – 6:2, 6:3. ბალტიისპირელმა ამისთვის მხოლოდ 83 წუთი დახარჯა და კარიერაში პირველად ითამაშებს “დიდი სლემის” ტურნირების ნახევარფინალში.

შეგახსენებთ, სტივენსი აშშ-ის ღიას მოქმედი ჩემპიონია.

რაც შეეხება სერენა უილიამსს, მას მხოლოდ პირველი სეტის სტარტზე გაუჭირდა, როცა 1:3 ჩამორჩა, მაგრამ შეძლო ზედიზედ ოთხი გეიმის აღება და 5:3 დაწინაურება, რის შემდეგაც სეტი 6:4 მოიგო, მეორეში კი 4:0 წაიყვანა ანგარიში და მალე ნახევარფინალის საგზური მოიპოვა – 6:4, 6:3.

ქალები
1/4 ფინალი
ს. უილიამსი (აშშ, 17)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 8) 6:4, 6:3
სევასტოვა (ლატ, 19)-სტივენსი (აშშ, 3) 6:2, 6:3