მოპოვებული ჰონორარების მიხედვით ჯოკოვიჩი ყველა დროის ლიდერია
მოპოვებული ჰონორარების მიხედვით ჯოკოვიჩი ყველა დროის ლიდერია
აშშ-ის ღია პირველობაზე გამარჯვებამ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს საშუალება მისცა, ისევ გამხდარიყო ლიდერი ჩოგბურთის ისტორიაში ტურნირებზე მოპოვებული ჰონორარების მიხედვით.
ჯოკოვიჩმა კარიერაში 117.8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მანამდე ამ სიაში როჯერ ფედერერი ლიდერობდა, რომლის ამჟამინდელი მონაგარია – 117.74 მილიონი. მესამე ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც 100-მილიონიანი ზღვარი გადალახა, ესპანელი რაფაელ ნადალია.უნდა აღინიშნოს, რომ ჯოკოვიჩმა 27-ით ნაკლები ტურნირი მოიგო, ვიდრე ფედერერმა, მათ შორის, ექვსით ნაკლები „დიდი სლემის“ ჩემპიონატი. ასეთი დისბალანსი იმით აიხსნება, რომ ბევრი თავისი გამარჯვება შვეიცარიელმა საუკუნის დასაწყისში მოიპოვა, სანამ საპრიზო თანხები მნიშვნელოვანად გაიზრდებოდა.

ქალებს შორის, საპრიზო თანხის მიხედვით ლიდერობს ამერიკელი სერენა უილიამსი (86.4 მილიონი დოლარი). მეორეზეა მისი და – ვინუს უილიამსი (41.5 მილიონი), მესამეზე – რუსი მარია შარაპოვა (38.9 მილიონი).