აშშ-ს ღია პირველობის ჩატარებას დეკემბერში აპირებენ
აშშ-ს ღია პირველობის ჩატარებას დეკემბერში აპირებენ

კორონავირუსმა, შესაძლოა 2020 წლის ბოლომდე გაახანგრძლივოს საჩოგბურთო სეზონი. საქმე ისაა, რომ „დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირის – აშშ-ს ღია პირველობის ჩატარებას დეკემბერში გეგმავენ.

„განიხილება აშშ-ს ღია პირველობის ჩატარება 2020 წლის დეკემბერში. ამასთან, ტურნირი ნიუ იორკში არ გაიმართება“, – დაწერა CNN-მა ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

ტურნირის ჩატარების ძველი ვადებია – 24 აგვისტო-13 სექტემბერი.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონი 2020 წელს არ ჩატარდება, როლან გაროსი კი შემოდგომისთვის გადაიტანეს.