სეზონის დასკვნით ნაწილში მიუნხენის “ბაიერნმა” ნახევარდაცვაში სერიოზული ძალა დაკარგა. ჩემპიონთა ლიგაზე “რეალთან” ნახევარფინალებს ვერ ითამაშებს არტურო ვიდალი. უფრო მეტიც, ჩილელი 2017-18 წლების სეზონში საერთოდ ვეღარ შეძლებს მოედანზე გასვლას.
ტრავმა ვიდალმა 16 აპრილს, ვარჯიშის დროს მიიღო. ფეხბურთელმა უხერხულად გააჩერა ბურთი და მარჯვენა მუხლი გადაიბრუნა.
ჩილელს უკვე გაუკეთეს ოპერაცია და ის მომავალი სეზონის დაწყებას უნდა დაელოდოს, – წერს “ბაიერნი” „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.
ვიდალს მარჯვენა მუხლი აქამდეც დაუზიანდა, თუმცა ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა.