ოფიციალურად - ვიდალი „ინტერის“ ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - ვიდალი „ინტერის“ ფეხბურთელი გახდა

„ბარსელონას“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი „ინტერში“ გააგრძელებს კარიერას. ჩილელმა ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება მილანში და ახალ კლუბთან კონტარქტიც გააფორმა, რომლის დეტალები უცნობია.

ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ ვიდალი „ინტერთან“ ორი წლით დადებს ხელშეკრულებას, რომელშიც იქნება პუნქტი კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

არტურო ვიდალი „ბარსელონაში“ 2018 წლიდან თამაშობდა და ამ გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.

33 წლის ჩილელი ადრე სერია A-ში „იუვენტუსის“ შემადგენლობაში თამაშობდა. ის იტალიის ოთხგზის ჩემპიონია.