ჩემპიონთა ლიგა - „ბარსელონას“ განმეორებით მატჩში ბუსკეტსი და ვიდალი დააკლდება
ჩემპიონთა ლიგა - „ბარსელონას“ განმეორებით მატჩში ბუსკეტსი და ვიდალი დააკლდება

„ბარსელონას“ ნახევარმცველები სერხიო ბუსკეტსი და არტურო ვიდალი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩს გამოტოვებენ.

ბუსკეტსმა პირველი მატჩის 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მისთვის მიმდინარე სეზონში მესამე აღმოჩნდა, ეს კი ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას ნიშნავს. რაც შეეხება ვიდალს, მან გუშინდელ მატჩში ორი ყვითელი ბარათი დაიმსარურა და მოედნიდან გაძევებულ იქნა, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ მომდევნო მატჩი უნდა გამოტოვოს.

გარდა ამისა, მცირე ტრავმა მიიღო მცველმა ჟერარ პიკემ, რის გამოც კითხვის ნიშნის ქვეშ არის მისი მონაწილეობა როგორც „ნაპოლისთან“ განმეორებით მატჩში 18 მარტს, ასევე „რეალ მადრიდის“ წინაღმდეგ თამაშში, რომელიც 1 მარტს გაიმართება.