არტურო ვიდალი - „ბარსელონამ“ ყველა დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგოს
არტურო ვიდალი - „ბარსელონამ“ ყველა დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგოს

კატალონიური გრანდის ნახევერმცველმა, არტურო ვიდალმა „ბარსელონას“ საჩემპიონო რბოლის პერპექტივაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ვიდალი „ვალიადოლიდთან“ მატჩში ერთადერთი გატანილი გოლის ავტორია.

„ჩვენ უბრალოდ ყველა შეხვედრა უნდა მოვიგოთ, დანარჩენი კი ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული,  –  ციტირებს ვიდალის სიტყვებს Goal. – ჩვენ გვქონდა უმრავი შანსი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ახლა მხოლოდ წინ უნდა გავიხედოთ და ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ“.