უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი – დარწმუნებული ვარ, საქართველოსთან ბოლო ტურის მატჩს მოვიგებთ #1TVSPORT

14:40, 15.11.2026

უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ და ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იოჟეფ საბომ Meta.ua-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთა ლიგის წაგებული (0:1) მატჩის შემდეგ უკრაინის ნაკრები გააკრიტიკა. თუმცა განაცხადა, რომ 17 ნოემბერს საქართველოსთან შეხვედრის მოგებაში დარწმუნებულია.

„არ მესმის, ნუთუ უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებს მეტი შემართებით და აგრესიით თამაში არ შეუძლიათ? ალბათ ეს უბრალოდ ჩვენი ამჟამინდელი დონეა. წაგების მიუხედავად, ჩრდილოეთ ირლანდიას ძლიერ გუნდს ვერ ვუწოდებ; მათ უბრალოდ ბრძოლის გაცილებით დიდი სურვილი ჰქონდათ და ხაფანგშიც შეგვიტყუეს – ელოდნენ, წინ როდის წავიდოდით. მერე ჩვენი სუსტი წერტილები აღმოაჩინეს და აქტიურად შემოგვიტიეს.

ვერ შევძელით ბურთის გათამაშება ან ერთი შეხებით თამაში, ფლანგებიდანაც ძალიან ცოტა ჩაწოდება თუ გადაცემა კეთდებოდა. უკრაინის ნაკრების ბევრ ფეხბურთელს უბრალოდ საჭირო ტექნიკური ოსტატობა არ აქვს. როგორ შეიძლება, ფეხბურთელს მიღებისას ბურთი ხუთ მეტრზე გაექცეს? თუმცა, ამ პრობლემების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა საქართველოსთან ბოლო ტურის მატჩს მოიგებს და ჯგუფში მესამე ადგილზე გავა“, – განაცხადა საბომ.

უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში 17 ნოემბერს, 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი