ერთა ლიგა, მეტოქეები | ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინა დაამარცხა და საქართველოს მესამე ადგილზე გასვლის შანსი შეუნარჩუნა #1TVSPORT
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას უმასპინძლა, 1:0 დაამარცხა, და „ჯვაროსნებს“ მესამე ადგილზე გასვლის შანსი შეუნარჩუნა.
ბელფასტის „უინძორ პარკზე“ გამართული მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. 23-ე ჯეიმი დონლიმ ბრიტანელები დააწინაურა, თუმცა VAR-ზე შემოწმების შემდეგ გოლი გაუქმდა – მსაჯებმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს.
მასპინძლებმა მიზანს მაინც მიაღწიეს. მატჩის 68-ე წუთზე ტერი დევლინმა გაიტანა და მასპინძლებს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.
ბოლო ტურში, 17 ნოემბერს, საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები ერთმანეთს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში შეხვდებიან – მოგების შემთხვევაში „ჯვაროსნები“ ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს პლეიოფის გარეშე შეინარჩუნებენ.