არსებული ინფორმაციით, ქუთაისი-დორტმუნდის ავიარეისი დღეს, 12:00 საათზე შესრულდება
ქუთაისი-დორტმუნდის ავიარეისი დღეს, 12:00 საათზე შესრულდება, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.
ტექნიკური პრობლემების გამო, ქუთაისის აეროპორტიდან დორტმუნდის რეისი არ შესრულდა. ფრენა დილის 06:00 საათზე იყო დაგეგმილი.
მგზავრების ინფორმაციით, ისინი უკვე საკუთარ ადგილებზე ისხდნენ, თვითმფრინავი დაძრული იყო და ასაფრენად ემზადებოდა, რა დროსაც დაკვამლიანება შენიშნეს. მათივე თქმით, ადგილზე სახანძრო მანქანებიც გამოჩნდა, ხოლო მგზავრებს თვითმფრინავი დაატოვებინეს.
ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, სადაც ტექნიკური ხარვეზის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მგზავრებს დამატებით ინფორმაციას ხომალდის შემოწმების დასრულების შემდეგ მიაწვდიან.