არქიმანდრიტი კირიონი - დავით გარეჯის ტერიტორიაზე სამუშაოები დასრულდა
არქიმანდრიტი კირიონი - დავით გარეჯის ტერიტორიაზე სამუშაოები დასრულდა

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები დღეს დასრულდა, რადგან ტექნიკა ქანების გამო წინ ვეღარ წაიწევდა, – ამის შესახებ არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა, რომელიც დღეს დავით გარეჯში იმყოფებოდა.

„იყო შეთანხმება, თითქოს ტექნიკა დილიდანვე გავიდოდა და აღარ იმუშავებდა, მაგრამ დარჩენილი იყო სადღაც 500 მეტრი, ეს მონაკვეთი დაასრულეს მთლიანად და მერე წავიდნენ. მათი ამოცანა შესრულებულია.

იმის თქმა არ შემიძლია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, მაგრამ ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე. ხელისუფლება, რომელიც არ იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის უპირველეს მოვალეობას  – ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ეს არის ჩვენი სახე.

დღეს 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღის დღესასწაული გადის არა რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე ცეკვა-თამაშში, არამედ – გარეჯზე და ეს არის ჩვენი სინამდვილე. თუ ასე გავაგრძელებთ ცხოვრებას, აღარ დაგვრჩება ქვეყანა და დაგვრჩება თბილისი მარტო”, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.