არგენტინამ რუსეთი დაჩაგრა, მაგრამ მხოლოდ 1:0 მოუგო
არგენტინამ რუსეთი დაჩაგრა, მაგრამ მხოლოდ 1:0 მოუგო

მოსკოვში “ლუჟნიკების” სტადიონზე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელმა რუსეთის ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ.

როგორც მოსალოდნელი იყო, სამხრეთამერიკელებმა შეძლეს მოგება, ოღონდ მინიმალური ანგარიშით. მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე “მანჩესტერ სიტის” ფორვარდმა სერხიო აგუერომ გაიტანა.
სტუმრებმა აშკარად დაჩაგრეს მეტოქე ბურთის ფლობაში – 70-30%, დარტყმებში – 21-4 და ზუსტ დარტყმებში – 9-1.

არგენტინამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
რომერო – მასკერანო, პეცეია, ოტამენდი – სალვიო (78. პავონი), პერესი (90. ბანეგა), კრანევიტერი, ლო სელსო (59. გომესი), დი მარია (75. პეროტი) – მესი – აგუერო (87. დიბალა).