„არემჯი გოლდის“ ტერიტორიაზე დმანისის დაცვის ფონდის წევრები აზომვით სამუშაოებს გეგმავენ
„არემჯი გოლდის“ ტერიტორიაზე დმანისის დაცვის ფონდის წევრები აზომვით სამუშაოებს გეგმავენ

დმანისის რაიონში, „არემჯი გოლდის“ ტერიტორიაზე დმანისის დაცვის ფონდის წევრები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მათთან ერთად არის სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებიც ტერიტორიაზე სპეციალური აზომვითი სამუშაოების წარმოებას გეგმავენ.

ოპოზიციის ლიდერების მტკიცებით, კომპანია სამუშაოებს არალიცენზირებულ ტერიტორიაზე აწარმოებს, იმ მონაკვეთზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა.