არჩილ გაჩეჩილაძე - პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იყო დათქმა, რომ ქმედითი გადაწყვეტილებების მიღება უმოკლეს ვადებში მოხდეს, რაც იმედისმომცემია
არჩილ გაჩეჩილაძე - პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იყო დათქმა, რომ ქმედითი გადაწყვეტილებების მიღება უმოკლეს ვადებში მოხდეს, რაც იმედისმომცემია

იყო დათქმა, რომ ქმედითი გადაწყვეტილებების მიღება უმოკლეს ვადებში მოხდება, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მაკროეკონომიკური ტიპის საკითხების მოგვარება მარტივი არ არის და ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია.

„არა მარტო მაკროეკონომიკურ საკითხებზე, არამედ იმ ძირითად პრობლემატიკაზე იყო საუბარი, რაც მაკრო დონეზე აწუხებს ბიზნესს. იყო დათქმა, რომ ქმედითი გადაწყვეტილებების მიღება უმოკლეს ვადებში მოხდეს, რაც ძალიან იმედისმომცემია. მაკროეკონომიკური ტიპის საკითხების მოგვარება მარტივი არ არის, მნიშვნელოვანია, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, ლარის სტაბილურობა, ფასების სტაბილურობა, სასამართლოს კუთხით მეტად სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან პროცესები დროში იწელება ხოლმე. ასევე მნიშვნელოვანია საკითხები, რომლებიც ყველა ბიზნესს ეხება“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა.