არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის პროცესზე მოწმე იკითხება, რომელიც კონფლიქტის მონაწილეა
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოში მოწმე იკითხება, რომელიც კონფლიქტის მონაწილე არასრულწლოვანია.
პროკურორის ინფორმაციით, მოწმეს მკვლელობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს.
„გაგრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა. დავკითხავთ ერთ მოწმეს, რომელიც განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს. ის უშუალოდ იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე, იტყვის რა ვითარებაში მოხდა დაჭრა“, – განაცხადა ფხაკაძემ.
ხორავას ქუჩაზე, გასული წლის 1 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში, 10-ზე მეტი არასრულწლოვანი უკვე დაიკითხა.