არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სავარაუდოდ კონფლიქტში მონაწილე მოზარდს დაკითხავენ
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.
სხდომა კვლავ უზენაესი სასამართლოს შენობაში ჩატარდება. მართალია, საქმეს პირველი ინსტანცია განიხილავს, მაგრამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ტექნიკური მიზეზების გამო, პროცესები სწორედ უზენაეს სასამართლოში ჩატარდება.
დღევანდელ პროცესზე სავარაუდოდ არასრულწლოვანი დაიკითხება, რომელიც 1-ელ დეკემბერს მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდა.
სასამართლოში უკვე მოუსმინეს 10-მდე არასრულწლოვნის ჩვენებას. დაცვის მხარე აპელირებს, რომ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებს მოზარდები ცვლიან.
საქმეზე განაჩენის გამოსატანად სასამართლოს ორი თვე დარჩა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობა ედება ბრალად.
სასამართლო პროცესი 10:30 საათზეა ჩანიშნული.