არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სავარაუდოდ კონფლიქტში მონაწილე მოზარდს დაკითხავენ
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა კვლავ უზენაესი სასამართლოს შენობაში ჩატარდება. მართალია, საქმეს პირველი ინსტანცია განიხილავს, მაგრამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ტექნიკური მიზეზების გამო, პროცესები სწორედ უზენაეს სასამართლოში ჩატარდება.
სავარაუდოდ სხდომაზე ის არასრულწლოვანი დაიკითხება, რომელიც 1-ელ დეკემბერს მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდა და ე.წ. პირდაპირი მოწმეა.
სასამართლოში უკვე მოუსმინეს 10-მდე არასრულწლოვნის ჩვენებას.
დაცვის მხარე აპელირებს, რომ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებს მოზარდები ცვლიან.
საქმეზე განაჩენის გამოსატანად სასამართლოს ორი თვე დარჩა.
პროცესი უზენაესი სასამართლოს შენობაში 10:30 საათზე დაიწყება.