არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.
მოწმეები სავარაუდოდ, კონფლიქტში მონაწილე არასრულწლოვნები იქნებიან. ისინი არიან ე.წ პირდაპირი მოწმეები, რომლებიც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ.
აღნიშნულ საქმეზე 10-მდე არასრულწლოვანი უკვე დაკითხულია.
ადვოკატები მიუთითებენ იმაზე, რომ მოწმეები ჩვენებებს ცვლიან და სასამართლოში ბევრი დეტალის გაჟღერებისგან თავს იკავებენ.
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ფარგლებში ჩატარებული ყველა ექსპერტიზის შედეგი ამ დრომდე არ არის ცნობილი.
სასამართლოს განაჩენის გამოსატანად ორ თვეზე ნაკლები დარჩა.